ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კმ141-კმ184 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტომობილის გადაადგილება თავისუფალია.
დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ზუგდიდი-მესტიის მონაკვეთზე მოძრაობა ყველა ტიპის მანქანისთვის თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები