ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ ქალაქის მოსართავად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 199 250 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება უზრუნველყოს 2D და 3D კონსტრუქციების კომპლექტის მიწოდება, მათ შორისაა მოძრავი კუბი და ფოთოლი.
შეგახსენებთ,
2023 წელს წინასაახალწლო ინვენტარისთვის ფოთის მერიამ 309 690 ლარი,
2022 წელს კი თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა.
ფოტო: ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
მასალის გამოყენების პირობები