მესტიელი ნიკოლოზ ნიგურიანი და ალექსანდრე რატიანი ძიუდოში ჩემპიონები გახდნენ
საბერძნეთის ქალაქ ვერიაში ჩატარებული ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე მესტიელმა მოზარდებმა, ნიკოლოზ ნიგურიანმა და ალექსანდრე რატიანმა ოქროს მედლები მოიპოვეს.
რადიო "ათინათს" ნიგურიანის ოჯახის ახლობელმა უთხრა, რომ 10 წლის მოზარდმა 30 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა რატიანმა 27 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა პირველი ადგილით დაასრულა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ტურნირზე სვანეთიდან მხოლოდ ორი სპორტსმენი მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები