ახალი ამბები
რუსეთმა ჟენევის დისკუსიებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციაზე ისაუბრა
სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციამ საქართველოს მიერ ე.წ აფხაზეთისა და სამხ. ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკების მიმართ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების აღებაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. 

მათი თქმით, ეს პროცესი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციით უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს შემდგომი დემარკაციით.

"აღნიშნული ამოცანების აქტუალურობა განპირობებულია ოფიციალური თბილისის მიერ თვით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ იმ პოლიტიკური ძალების არსებობით, რომლებიც გეგმავენ რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში არსებული დოქტრინული დებულებების რეგულარული დადასტურებით, ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისად მშენებლობის გაგრძელებით", - აღნიშნა რუსულმა მხარემ.

საგარეო უწყვების ცნობით, ჰუმანიტარულ მიმართულების ერთ-ერთი პრობლემა თბილისის მიერ გაეროში ყოველწლიურად შეტანილი უკიდურესად პოლიტიზებული რეზოლუციაა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ეხება. "სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებისთვის ნიუ-იორკში საკუთარი პოზიციების წარდგენაზე უარის თქმა კი კვლავ ხელს უშლის ამ საკითხის განხილვას GID-ის ეგიდით", - წერია განცხადებაში. 

შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ ასევე მოითხოვა, ე.წ. საგარეო პასპორტებით უცხოეთში მიმოსვლის საშუალება მიეცეთ.

სამინისტროს განმარტებით, შვეიცარიის მიერ თავისი ნეიტრალური სტატუსის ფაქტობრივი დაკარგვის გათვალისწინებით, ასევე ანტირუსულ სანქციებთან მიერთების შედეგად, რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კვლავ წამოაყენეს საკითხი რეგულარული რაუნდების ჟენევიდან სხვა, ყველა მონაწილისთვის მისაღებ ადგილას გადატანის შესახებ. 

ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს გაიმართა. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.