რეგიონი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არსამთავრობოების საჩივრები არ დააკმაყოფილა - TI
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არსამთავრობო ორგანიზაციების  “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”  და ,,ჩემი ხმის'' წარმომადგენლების სააპელაციო საჩივრები, რომლებიც ზუგდიდის, სენაკისა, ფოთის, ბათუმისა და ქუთაისის ცალკეულ უბნებზე 26 ოქტომბრის არჩევნების ხმის ფარულობის დარღვევას ეხებოდა არ დააკმაყოფილა.

,,ვასაჩივრდებდით ქუთაისის, ბათუმის, ქობულეთის, ზუდიდის, ფოთის და სენაკის საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომლებითაც უარი გვეთქვა დასავლეთ საქართველოს 66 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობასა და შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე დისციპლინური/ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე'', - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ .

როგორც TI - ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოთხოვნების საფუძვლებად მითითებული იყო ხმის ფარულობის დარღვევა, დამკვირვებლებისათვის დაკვირვების პროცესში ხელშეშლა, მათ შორის, მათი საჩივრების რეგისტრაციაზე უარი, ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემა, ხმის რამდენჯერმე მიცემა, მარკირების წესების დარღვევა, სხვის მაგივრად ხმის მიცემა სხვისი პირადობის მოწმობის ან პირადი ნომრის გამოყენებით, საარჩევნო უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა და სხვა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სააპელაციო საჩივრები ორ წარმოებად გაერთიანდა და ორივე საქმეში მონაწილეობდა მოსამართლე შოთა სირაძე, რომელიც ხობის საკრებულოში “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მამაა.

TI-ის ცნობით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობები მისი აცილების შესახებ.

ამავე თემაზე:

საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრები ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.