9 თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობის 299 ფაქტი აღირიცხა - სტატისტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობის 299 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 261 მდედრობითი, 38 კი მამრობითი
სქესის მსხვერპლია.
სამინისტროს მონაცემებით, ასაკობრივ ჯგუფებს შორის, როგორც მსხვერპლების, ასევე მოძალადეების უმრავლესობის ასაკი 25-დან 44 წლამდე მერყეობს.
შემაკავებელი ორდერების მიხედვით, სულ რეგიონში 84-ფიზიკური, 297-ფსიქოლოგიური, 3-ეკონომიკური და 2-სექსუალური ძალადობის ფაქტია აღრიცხული.
უწყების ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ 9 თვეში სამეგრელო ზემო სვანეთში 589 პიროვნებაზე 323 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.
მასალის გამოყენების პირობები