ზუგდიდში, სამოქალაქო აქტივისტებმა სამეგრელო - ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობის და ასევე ზუგდიდის მერიის წინ, არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.
პროექტორით გამოსახულ წარწერებს შორის არის - "არჩევნები გაყალბდა სახელოვნად", "ქოცებმა მომავალი მოგვპარეს', ასევე თაბახის ფურცელზე სხვადასხვა შინაარსის წარწერაა - "არ დუმს ზუგდიდი", "არა რუსულ რეჟიმს" , "ზუგდიდი ირჩევს ევროპას" და "თერგი მოძრაობს" .
აქტივისტები ამ ფორმით 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
ცნობისთვის, ზუგდიდის ქუჩებში საპროტესტო წარწერები
7 ნოემბერსაც გამოჩნდა, თუმცა გადასასვლელზე და ასევე კედლებზე მიხატული მინაწერები ახლა უკვე წაშლილია.
მასალის გამოყენების პირობები