საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეწყალების აქტი, ასევე, შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.
მასალის გამოყენების პირობები