მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოუწოდებს მაინერების მფლობელებს, გამორთონ ბიტკოინის აპარატები.
"მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით.
აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან.
გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტერესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის - თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა", - წერს მერია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება.
მასალის გამოყენების პირობები