ახალი ამბები
2025 წელს მესტიაში საკურას დარგავენ
2025 წლის მაისში, იაპონიის ალპინისტური კლუბის 120 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მესტიის მუნიციპალიტეტში იაპონური ალუბლის ხეებს, საკურას დარგავენ. ამის შესახებ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა თვითმმართველობამ გამოაქვეყნა.

ამავე ცნობით, მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი კლიმატისა და ცივი ზამთრის გათვალისწინებით, ხეები დროებით თბილისის ბოტანიკურ ბაღში იქნება შენახული, სანამ მათი უსაფრთხო დარგვა იქნება შესაძლებელი, დასარგავად პოტენციური ადგილები კი უკვე შერჩეულია, შესწავლილია მიწის ნიადაგი და კლიმატი.

თვითმმართველობის წევრები განმარტავენ, რომ აღნიშნული პროექტი იქნება საქართველოსა და იაპონიის ხალხებს შორის კულტურული გაცვლის სიმბოლო.

"შერჩეულ იქნა სამი სხვადასხვა ადგილი, თითოეულზე სამი ალუბლის ხის დაირგვება, რის შედეგადაც მთის კლიმატის მიმართ ხეების გამძლეობა იზრდება.

ეს კულტურული გაცვლის პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობის გაღრმავებას, ჩვენს საერთო ისტორიაში ახალ ფურცელს და კავკასიის თვალწარმტაც პეიზაჟებს იაპონური საკურას ცოცხალ ყვავილობებს შემატებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

როგორც ისინი აღნიშნავენ, ღონისძიება დაგეგმილია 2025 წლის მაისის ბოლოს, სადაც იაპონიის ალპინისტური კლუბის წევრები და ყველა მსურველი შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.


ფოტო: მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
23 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.