უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთშია გამოვლენილი - გზდ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 96 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში აღირიცხა.
უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი სამართალდარღვევის 400 ფაქტია გამოვლენილი.
"382 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 18 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი", - ვკითხულობთ უწყების ვებ გვერდზე.
დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ სეზონის დაწყებიდან 2 თვეში, ამოღებულია 381 ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.
მასალის გამოყენების პირობები