ახალი ამბები
დუმილის და უმოქმედობის პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან დაკავშირებით შემაშფოთებელია - SJC
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოეხმაურა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია სათანადო სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან მიმართებით.

ორგანიზაციის ცნობით, დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა იწყნარებს რუსულ ანექსიას კონფლიქტის რეგიონში და საბოლოოდ, განაპირობებს მნიშვნელოვანი ისტორიული შესაძლებლობების დაკარგვას ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით.

"საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკას ირჩევს. ის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგანაც კი, რომელიც რუსეთის ანექსიურ პროცესებს გააკრიტიკებდა და დაგმობდა. ცხადია, რომ ეს მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენულ ინტერესებსა და ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს.

"ქართლი ოცნების" დუმილისა და უმოქმედობის პოლიტიკა ნათლად მიუთითებს, რომ უკვე წლებია ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა და სტრატეგია რუსულ ანექსიურ პროცესებზე რეაგირებისთვის. ხელისუფლება ვეღარ იცავს ბალანსს რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკასა და ეროვნული ინტერესების დაცვას შორის და უმოქმედობის მიდგომები აძლიერებს აფხაზეთში რუსეთის ექსპანსიისა და ანექსიური პროცესების შეწყნარებისა და ნორმალიზების დისკურსსა და განცდას", - ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებ გვერდზე.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, მიმდინარე პროცესები და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოზიციონირება ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები კონფლიქტების მოგვარების ახალი შესაძლებლობების შესახებ მხოლოდ წინასაარჩევნო მანიპულაცია იყო და მის მიღმა არ დგას ხელშესახები შინაარსი და მცდელობები. მათი თქმით, "ქართული ოცნების" მთავრობას წინა ხელისუფლების მიერ მიღებული სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტი არ განუახლებია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური დიალოგი, რათა შეცვლილი გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავდეს და შეთანხმდეს ახალი ტიპის, დემოკრატიული და ევროპული სამშვიდობო პოლიტიკა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებამ სოხუმში საპროტესტო აქციები, არეულობა და კოდორისა და გუმისთის ხიდების ჩაკეტვა გამოიწვია.

11 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პარლამენტის" სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ" . ტელეგრამის არხების თანახმად, აფხაზური ოპოზიცია ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტის ამგვარ განსაზღვრებას და მიიჩნევს, რომ ის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინაპირობაა.


ამავე თემაზე: 

სოხუმმა მოსკოვის მოთხოვნით კიდევ ერთი შეთანხმება გააფორმა

ეს ფაქტიურად აფხაზური მიწების სამუდამოდ გასხვისების გზაა, - აფხაზური ოპოზიცია რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულებაზე.

სოხუმში ე.წ. პარლამენტმა „აპარტამენტების“ შესახებ კანონი უკან გაიწვია

აფხაზეთის „პარლამენტს“ რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულება რატიფიცირებისთვის წარედგინა

შამბამ დაადასტურა, რომ 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.