გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში (ძირითად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20 ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში 19 ნოემბერს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება, ხოლო 20-21 ნოემბერს თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +22 გრადუსამდე მომიმატებს.
რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში 20 ნოემბრიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები