ახალი ამბები
აფხაზური ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარე, აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდნეტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეების მხარდაჭერის შესახებ.

„მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც თავის შეფასებებში ეროვნული მითოლოგიით ხელმძღვანელობს და არა რეალობითა და საღი აზრით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს. განვითარების მიმართულებებსა და ეროვნული ინტერესებს“, - წერს არძინბამ ტელეგრამის საკუთარ არხზე და დასძენს, რომ „გაურკვეველია, ვის მიმართ არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი“, - დაწერა მან ტელეგრამის საკუთარ არხზე.

არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზური ოპოზიციის ქმედებები არ არის ანტირუსული ხასიათის. მან რუსულ მხარესთან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის კურსს ურყევი უწოდა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ გმობს რუსეთის „აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით“.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე სოლიდარობა გამოხატა აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებიან.

მანამდე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ განაცხადა, რომ ყველა შეთანხმება, კანონი, რასაც რუსეთის ზეწოლით იღებს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, მიმართულია ანექსიისკენ.

მასშტაბური აქციები სოხუმში 15 ნოემბერს დაიწყო. დილიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.