ახალი ამბები
მოსკოვი სოხუმის აქციებზე : „გვსურს, რომ სიტუაცია დარჩეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში”

მოსკოვში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ „აფხაზეთში სიტუაციის სწრაფად ნორმალიზებას“, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ეს მოსკოვის პირველი ოფიციალური კომენტარია, სოხუმში 15 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების დაწყებიდან.



„გვსურს, რომ ეს სიტუაცია დარჩეს აბსოლუტურად კონსტიტუციურ ჩარჩოებში”, - უთხრა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ „მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობები „რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“.

უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკრიტიკა აფხაზეთის ოპოზიციური ძალები, რომლებმაც, მისი თქმით, „შეუძლებლად მიიჩნიეს ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უთანხმოების მოგვარება ცივილიზებული, ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგის გზით და გასცდნენ სამართლებრივ ჩარჩოებს, რამაც გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია.”

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ რუსული მხარე, „აფხაზეთის შიდა პროცესებში ჩარევის გარეშე მოელის, რომ შექმნილი ვითარება მოგვარდება მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური საშუალებებით“.

იმავე დღეს, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მოუწოდა რუს ტურისტებს, თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან, ხოლო იქ მყოფი რუსები, თუ ეს შესაძლებელია, რუსეთში დაბრუნდნენ.

იმავე დღეს, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, რეკომენდაცია მისცა რუს ტურისტებს თავი შეიკავონ აფხაზეთში მოგზაურობისგან, ხოლო იქ მყოფებს ურჩია,  რუსეთში დაბრუნდნენ.

მასშტაბური აქციები სოხუმში 15 ნოემბერს დაიწყო. დილიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.