ახალი ამბები
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი პროტესტის ნიშნად ღამეს გაათენებს
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ღამეს უნივერსიტეტის შენობაში გაათენებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს ადგილი, სადაც არამხოლოდ ცოდნის, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზიარებაც ხდება.

"ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გვსურს, საჯაროდ და მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმებისთვის, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ და სრულიად ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას. მხარს ვუჭერთ იმ სტუდენტებს, რომლებიც არ ერიდებიან გამოხატონ პოზიცია და აცნობიერებენ, რომ მათი ხმა უნდა ისმოდეს არამხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბი. ქართველ სტუდენტებს აქვთ პასუხისმგებლობა, იცხოვრონ უკეთეს მომავალში, სადაც მათი არჩევანი იქნება გადამწყვეტი, ხოლო მათი უფლებები კი დაცული. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მონაწილეობა საზოგადოებრივ აქტივობებში, რათა დავიცვათ ის პრინციპები, რომლებიც ნამდვილად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებასა და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. უნივერსიტეტი ყოველთვის იყო უმნიშვნელოვანესი ბირთვი, სადაც შეიკრიბა საქართველოს გამჭრიახი, კრიტიკული აზროვნების ნაყოფიერი გონება. დღეს კი, უნივერსიტეტი უნდა იყოს ადგილი, სადაც არამხოლოდ ცოდნის, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩანერგვა ხდება. ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მივმართავთ სხვა სტუდენტებს, შემოგვიერთდით, რადგან თქვენი აქ ყოფნა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. გელოდებით უნივერსიტეტის შენობაში მთელი ღამის განმავლობაში", - აცხადებენ სტუდენტები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.