ახალი ამბები
ზუგდიდის უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე სტუდენტების ნაწილი ტროლების შეტევაზე საუბრობს
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა მე-3 ღამე გაათენეს. მათი პროტესტი უნივერსიტეტის ფოიეში 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ანა აბულაძემ უთხრა.

მისი თქმით, სტუდენტების ნაწილის მიმართ, რომელიც არჩევნების შედეგებს ამ ფორმით აპროტესტებს, სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშებიდან ტროლების შეტევა შეინიშნება. ისინი შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახველ ლექსიკას და სიძულვილის ენას იყენებენ, რითაც პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაციას ცდილობენ.

"ზოგადად, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაირაზმა ტროლ-ბოტები, მათ შორის ჩემს პირად ფეისბუქ გვერდზე. გვეძახიან "უპატრონოებს", "ქვეყნის გამყიდველებს", "უსამშობლოებს" და აშ.

ჩვენ საზოგადოების საერთო სულისკვეთებას ვუერთდებით, რაც გულისხმობს იმას, რომ გაყალბებული და მიტაცებული არჩევნები, რაც ქართველ ხალხს მოჰპარეს, ის დაუბრუნდეს მათ. ასევე, ვითხოვთ, საქართველო კვლავ დაადგეს მის ისტორიულ არჩევანს, ევროპულ გზას", - თქვა მან.

შეგახსენებთ, მოქალაქეების ნაწილი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მიიღეს, არჩევნების შედეგებს რამდენიმე კვირაა სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი. პროტესტს ზსსუ-ს სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს ადგილი, სადაც არამხოლოდ ცოდნის, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზიარებაც ხდება.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის პროტესტი გრძელდება

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი პროტესტის ნიშნად ღამეს გაათენებს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.