ახალი ამბები
სურსათის რომელ პროდუქტებს შეუსყიდის ზუგდიდის მერია საახალწლოდ ბენეფიციარებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარებისათვის საახალწლოდ 37 785 ლარის ღირებულების პროდუქტებს შეისყიდის.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროდუქტები გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახების, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანების (ადგილობრივი და დევნილი), მარტოხელა მშობლების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, 100 წელს გადაცილებულების, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებისთვის.

ამა ცნობით, ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა 550 ცალი სასაჩუქრე პაკეტი უნდა მოამზადოს, რომელშიც მოთავსებული იქნება:

2 ცალი შესქელებული რძე, 2 პაკეტი შაქარი, 2 ცალი ნაღების კარაქი, 1 პაკეტი კარამელი, 1 ბოთლი ლიმონათი, 1 ქილა თაფლი, 2 ყუთი კვერცხი, 1 პაკეტი ფქვილი, 1 პაკეტი მაკარონი, 1 ბოთლი რძე, 1 ვაფლის ტორტი, 1 პაკეტი წიწიბურა, 1 კოლოფი შავი ჩაი, 1 პაკეტი ბრინჯი, 1 გაყინული ქათამი.

ტენდერში წინადადებები 26-დან 28 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 26 დეკემბრამდე უზრუნველყოს მომსახურების გაწევა.

შეგახსენებთ, გასულ წელს, ამავე ტიპის შესყიდვისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 53 570, ანუ 15 785 ლარით მეტი გამოიყო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.