რეგიონი
ირაკლი ბებუა შესაძლოა, 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ - მედია
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს მისმა ბიძაშვილმა თამუნა ბებუამ განუცხადა.

თამუნა ბებუას თქმით, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა: მას ხერხემალი სტკივა, ციხეში ვერც დახმარებას უწევენ და ვერც მის მკურნალობას უზრუნველყოფენ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სუს - მა გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში ე.წ. საზღვრის "უკანონო კვეთის ხელშეწყობისთვის" საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.

გარდა ამისა, უკანონო პატიმრობაშია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე, მას ბრალად ედება "ჯაშუშობა" და ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2023 წლის 5 მაისს მიუსაჯა.

ირაკლი ბებუას დე ფაქტო სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" ბრალდებით 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. 

ბებუას მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ და ზუგდიდის სკეიტ პარკში გაიმართა. 

ამავე თემაზე:

სოხუმში ვარაუდობენ, რომ მოსკოვის მოთხოვნით, ირაკლი ბებუას გაათავისუფლებენ - მედია

სახალხო დამცველი ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა

თავისუფლება ირაკლი ბებუას - ზუგდიდში აქცია გაიმართა (ფოტო)

ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართება

თეა ახვლედიანი: რწმენას გამოვთქვამ, რომ ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება

ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე ირაკლი ბებუას საქმე განიხილეს - სახელმწიფო მინისტრის აპარატი



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.