ახალი ამბები
აფხაზეთში, შესაძლოა, რუსეთ - ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ვალუტა დაიტესტოს - ადგურ არძინბა
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებაზე“ დასმული კითხვის პასუხად, არძინბამ აღნიშნა, რომ „რესპუბლიკაში მწვავედ დგას ეროვნული ვალუტის საკითხი“.

„ჩვენ ვიყენებთ რუსულ რუბლს, როგორც გადახდის ოფიციალურ საშუალებას. მსოფლიოში ასეთი პრეცედენტები არ არსებობს - ყველა ქვეყანა, რომელიც იყენებს სხვა ქვეყნის ვალუტას, ამას აკეთებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში. ჩვენი საბანკო სისტემა არ ივსება საჭირო ლიკვიდურობით, შიდა ეკონომიკის - მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისთვის, არ შეუძლია მათთვის გრძელვადიანი სესხების გაცემა; ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ აფხაზეთის ფინანსური სისტემის როლს რუსეთის ფედერაციის ფინანსურ სისტემაში“,
- განმარტა არძინბამ.

ის მიიჩნევს, „აფხაზეთის მიერ რუსული რუბლის გამოყენებას, „რაღაც ფორმალური სახე უნდა მიეცეს“.

ასეთი გადაწყვეტილების სასარგებლოდ, მან არგუმენტად რუსეთ - ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს შესახებ შეთანხმება მოიყვანა, რომელიც, მისი თქმით, „დღემდე არ არის სრულად რეალიზებული“.

„ერთ-ერთი დაბრკოლება სწორედ საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტაა. აფხაზეთს შეუძლია ერთგვარი „საქვიშეს“ როლი შეასრულოს, სადაც ეს ამბავი შეიძლება დაიტესტოს“, - აღნიშნა აფხაზმა პოლიტიკოსმა.

ცნობისთვის, ასლან ბჟანია „პრეზიდენტის“ პოსტიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციური ძალების პროტესტი.

დაპირისპირება, მოსკოვსა და სოხუმს შორის საინვესტიციო შეთანხმების მოჰყვა. დოკუმენტის რატიფიცირება, „პარლამენტს“ 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა, სხდომა ჩაიშალა.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა, თავდაპირველად, რუსეთთან შეთანხმების გაუქმება მოითხოვეს, შემდეგ კი სოხუმში, „სამთავრობო შენობები“ ასევე, „პრეზიდენტის“ ადმინისტრაცია დაიკავეს და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ბჟანია გადადგომას დათანხმდა.

„პრეზიდენტის“ მოვალეობას „ვიცე-დროებით „ვიცე - პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა ასრულებს, ხოლო ალექსანდრე ანქვაბის ნაცვლად „პრემიერის“ პოსტი დროებით ვალერი ბგანბამ დაიკავა.

22 ნოემბერს, ოპოზიციური ძალების „საკოორდინაციო საბჭომ“ მოითხოვა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები, შესაძლოა, 2025 წლის 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს.

გადადგომის შემდეგ ბჟანიამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

მანამდე, 2022 წლის აგვისტოში ბჟანიამ განაცხადა, რომ "აფხაზეთი მზადაა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს". 

2023 წელს, მაშინდელმა "საგარეო საქმეთა მინისტრმა" ინალ არძინბამ აღნიშნა, რომ ბელორუსის მიერ  "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" აღიარება,  "შესაძლებელს გახდის მოლაპარაკებების გამართვას საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის სრულად შენარჩუნებით".


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.