25 ნოემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
28 ნოემბერს ქვეყნის უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი.
ამავე ცნობით, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
საფრთხის დონე საშუალოა.
მასალის გამოყენების პირობები