ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდანო ნაკვეთები დატბორა, ასევე ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები.
ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სალიკვიდაციო სამუშაოებში ზუგდიდის კეთილმოწობის მართვის ცენტრის სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები