ახალი ამბები
საპროტესტო აქციის მე - 9 დღე ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, აქცია დაიწყო.

მოქალაქეები, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, აბიტურიენტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებას მე - 9 დღეა აპროტესტებენ. 

სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე, ახალგაზრდები სხვადასხვა საპროტესტო შინაარსის პლაკატებით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას. 

„ჩვენ დღითი დღე გვემატება ხალხი, დღითი დღე იმატებს მუხტი, ამ პროტესტმა მოიტანა შედეგები, იფიცებიან საჯარო მოხელეები და ელჩები, ეს პლაკატი, რომელიც ხელში მიჭირავს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შევეგუებით გაუნათლებლობას, ეს არის ევროპული საქართველოსთვის მიუღებელი, ამიტომ, ეს აქციები გაგრძელდება“, - ამბობს აქციის მონაწილე აბიტურიენტი.

აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტს, მარიამ ნარმანიას, ხელში უჭირავს ბანერი, წარწერით: „ევროპაში შესვლით, სახლში დავბრუნდებით“ და თბილისში აქციაზე მძიმედ დაშავებული ზუგდიდელი თანატოლის. ალექსი თირქიას ფოტო:

,,ვინც რუსთაველზე დგას, მათი მიზანია, რომ მშვიდობიანად, ბედნიერად და ლაღად ვიყოთ ჩვენს ქვეყანაში და არა სხვა ქვეყანაში...„მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან და ჩემი დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ სახლში დავბრუნდე და ვფიქრობ, რომ ჩემს სახლში დასაბრუნებლად ზუსტად ევროპა დამეხმარება, რადგანაც ზუსტად ევროპა არის ჩემთვის ნათელი, მშვიდი მომავალი.. ზუგდიდელი ალექსანდრე თირქია ზუსტად ჩემი ხნისაა, მან დაკარგა თვალი, რატომ? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამა დამიანს სურდა თავის სამშობლოში მშვიდობიანად ეცხოვრა, ვფიქრობ რომ ადამიანი სამშობლოს სიყვარულის მიზეზით არ უნდა კარგავდეს საკუტარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და მომავალს“, - 
გვითხრა მან.

28 ნოემბრიდან, ხალხმრავალი დემონსტრაციები იმართება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

მათი მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას ეხება, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.

ამავე თემაზე:


„გაიფიცე“, - ახალგაზრდების აქცია ზუგდიდის მერიასთან

„სად მივდივართ? - ევროპაში! , - აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ქუჩებში მსვლელობას მართავენ (ფოტო)

ხელახალი არჩევნები, ცესკოს რეფორმა - რას ითხოვენ ზუგდიდში აქციის მონაწლეები (ფოტო)




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.