სენაკის ბაზარში აჯიკაში აკრძალული საღებავები აღმოაჩინეს - სეს-ი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სხვადასხვა სურსათის 57 ნიმუში აიღეს და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
კვლევის შედეგად 4 ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოჩნდა. მათ შორის, სენაკის აგრარულ ბაზარში. დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირის ქეთევან კილასონიასგან აღებულ აჯიკის ნიმუშში გამოვლინდა აკრძალული საღებავი Para Red. დამზადების თარიღად მითითებულია: 11.11.2024 წელი, ვარგისიანობის ვადად – 6 თვე.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სურსათი ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას ექვემდებარება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
„სეს -ი მოუწოდებს მომხმარებელს, თუ აღნიშნულ ობიექტებზე აქვს შეძენილი დასახელებული სურსათი, თავი შეიკავოს მისი გამოყენებისგან", -
მასალის გამოყენების პირობები