რეგიონი
ყოველდღე ქვეყნის სამსახურში - დღეს ზუგდიდში აქცია ისევ გაიმართება
ზუგდიდში, დღეს, 9 დეკმებერს, 17 საათზე, მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, აბიტურიენტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ ისევ შეიკრიბებიან.

,, თუ გაბრაზებს ის, რაც ქვეყანაში ხდება, თუ თვლი, რომ რუსულმა რეჟიმმა მიიტაცა არჩევნები და ახლა თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ცდილობს, თუ გულგრილად ვერ უყურებ ორგანიზებული ძალადობის კადრებს და თუ თვლი, რომ საქართველოს ერთადერთი გზა ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა, მაშინ გელოდებით. ყოველდღე, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ ვიკრიბებით გაბრაზებული მოქალაქეები, ჩვენს ხმას ვაგონებთ ქალაქს და ვიბრძვით რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. აქ შენ აუცილებლად იპოვი თანამოაზრეებს. სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია არჩევანის გაკეთება - ხმა ამოიღო თუ გაჩუმდე, გამოდი და გააგონე ყველას შენი ხმა, გაჩუმებამ შეიძლება ეს არჩევანიც წაგართვას...'', - წერია განცხადებაში, რომელსაც სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი ავრცელებს.

ზუგდიდში, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებას 11 დღეა აპროტესტებენ.

28 ნოემბრიდან, მასშტაბური პროტეტსი იმართება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციი, 28 ნომებრიდან დღემდე, საპროტესტო აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის წესით 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო ადმინისტრაციული წესით – 372.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.