ახალი ამბები
მარტვილში მოწყვლად ჯგუფებს წინასაახალწლოდ სურსათის სხვადასხვა პროდუქტს შეუსყიდიან
მარტვილის მერიამ მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სურსათის სხვადასხვა პროდუქტის შესასყიდად 36 400 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება ბენეფიციარებისთვის წინასაახალწლოდ 350 სასაჩუქრე პაკეტი გაამზადოს, რომელშიც მოთავსებული იქნება:

პურის ფქვილი - 2 კგ, მაკარონი - 1 ც, ვერმიშელი - 1ც, ზეთი - 1ც, შაქარი - 2ც, მაკარონი (სპირალი) – 1ც, შავი ჩაი - 200გ, გოზინაყი - 150გ, თურქული ყავა - 100გ, ორცხობილა შოკოლადით - 1ც, ვაფლი შოკოლადით - 1ც, ვაფლი - 1ც, შესქელებული რძე - 1ც, ასაწონი შოკოლადი - 1კგ, ფორთოხალი - 1 კგ, ვაშლი - 1კგ, მანდარინი - 1კგ, ბანანი - 1 კგ, ჩურჩხელა - 2 ცალი.

ტენდერში წინადადებები 17-დან 19 დეკემბრის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
დღის სიახლეები
12 / დეკემბერი 2024
სეპარატისტული დონბასიდან სოხუმში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისის ცხედარი გადაასვენეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
12 / დეკემბერი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს.
12 / დეკემბერი 2024
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოეხმაურა აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ და ენერგეტიკულ კრიზისებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად არ გააჩნია სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.