საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
სააგენტოს ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები