ხვალიდამ, 15 დეკემბრიდან, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება. ინფორმაციას, "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო, დღეს, 14 დეკემბერს
გაუქმდა აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები.
განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა, ნათქვამია, რომ ბილეთის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ და რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთების საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში დაუბრუნდებათ.
მასალის გამოყენების პირობები