ახალი ამბები
"ძლიერი საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი თენგიზ ქოჩუა 2300 ლარით დაჯარიმდა
დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "ძლიერი საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის წევრის თენგიზ ქოჩუას სასამართლო პროცესი გაიმართა. მას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2300 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" "ძლიერი საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოფო შამუგიამ უთხრა.

მისი თქმით, მოსამართლე გვანცა ვარდანიძემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

"ბრალდების მხარის მტკიცებით, თითქოს, თენგიზმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ის უარყოფს. ამ ფაქტს მოწმეც არ ჰყავს. ორი მოწმე იყო დაცვის მხრიდან, რომელიც საკმაო ახლო დისტანციაზე იმყოფებოდნენ და ისინიც უარყოფენ გინების ფაქტს. ერთადერთი არგუმენტი, რაც სასამართლოზე წარმოადგინეს, არის პოლიციელების ცრუ ჩვენება და ის უხმო ვიდეო მასალა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის შენობიდან ამოიღეს, სადაც არ ისმის არაფერი. მიუხედავად ამისა, სასამართლო წარმოადგენდა მხარეს და შეუფარდა 2300 ლარი", - ამბობს შამუგია.

ქოჩუა 13 დეკემბერს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე აქციაზე, 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.