აფხაზეთიდან დევნილი მომღერალი ნათია თოდუა, რომელიც წლებია გერმანიაში მოღვაწეობს, საქართველოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დასახმარებლად, ბერლინში საქველმოქმედო კონცერტს გაიმართავს.
მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ქართველ ხალხს, რომელიც სიცოცხლის ფასად იბრძვის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის მადლობა გადაუხადა.
ნათია თოდუა კონცერტზე ქართველ და ევროპელ მეგობრებთან ერთად იმღერებს
,,მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელიც სიცოცლხის ფასად იბრძვის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის. საქართველო იმსახურებს იყოს ევროპის ნაწილი! ჩემს ქართველ და ევროპელ მეგობრებთან ერთად, გელოდებით საქველმოქმედო საღამოზე “We Stand With Georgians“. შემოსული თანხა მოხმარდება აქციებზე უსამართლოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების ოჯახებს’’, -
წერს მომღერალი.ბერლინში საქველმოქმედო კონცერტი 20 დეკემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები