ზუგდიდში მთავარ ნაძვის ხეს ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ ამონტაჟებენ. მისი კონსტრუქციები განლაგებულია იქ, სადაც შადრევანი მდებარეობს.
მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საახალწლო დეკორაციები და ილუმინაციებიც.
გუშინ, საღამოს, როდესაც ადგილზე სამუშაოები დაიწყო, ზუგდიდელმა აქტივისტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე დაამაგრეს ბანერი წარწერით "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".
რადიო "
ათინათი" ზუგდიდის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა. ჩვენ მათ ვკითხეთ, თუ რა პრინციპით შეარჩია ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლოკაცია და გაიმართება თუ არა ამავე ტერიტორიაზე საახალწლო ღონისძიება, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 93 870 ლარი უჯდება. ისინი ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან დასრულდა და "ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი ერთ სივრცეში რომ იყოს მოქცეული". მათი განმარტებით, ღონისძიების დღესთან და დეტალებთან დაკავშირებით, ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება.
ცნობისთვის, სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ საახალწლო ღონისძიებისთვის გამოცხადებულ ტენდერში ორი პრეტენდენტი შპს ჯეოვოისი და შპს ჯითი ჰოლდინგი მონაწილეობდა. თუმცა "ჯეოვოსი", რომელმაც მერიას კონცერტის ორგანიზებისთვის 79 170 ლარი შესთავაზა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.
ამავე თემაზე:
უცნობია, სად დადგამენ ზუგდიდის მთავარ ნაძვის ხეს
ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 870 ლარი დაიხარჯება
მასალის გამოყენების პირობები