სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მე-3 კვარტლის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში საშუალო თვიური ხელფასი 1 308 ლარია, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით,
2 ლარით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9%-ით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით კი შედარებით მაღალი შემოსავალი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976.9 ლარი
მშენებლობა - 3 198.2 ლარი
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 186.6 ლარი
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 062.9 ლარი
საქსტატში განმარტავენ, რომ ქალების საშუალო ხელფასი 1 650.6 ლარით, ხოლო კაცების - 2 451.0 ლარით განისაზღვრა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების შემოსავალს.
მასალის გამოყენების პირობები