ახალი ამბები
ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის დირექტორი მანქანით საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს
ფოთის ადგილობრივი ტელევიზიის "მეცხრე ტალღის" დირექტორი და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის თანათავმჯდომარე გერმანე სალია 13 დეკემბერს, ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის გადაღების დროს ავტომობილით გადაადგილების გამო, 1000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" აქვეყნებს.

მათი ცნობით, გია სალია ამბობს, რომ 16 დეკემბერს, ფოთიდან ზუგდიდისკენ გადაადგილებისას საპატრულო ეკიპაჟი გაჰყვა, გაჩერება და მანქანიდან გადასვლა უბრძანა, რადგან მისი ავტომობილი ძებნაზე იყო გადაცემული.

"როცა პოლიციის ეკიპაჟს ვთხოვე განემარტა, რა ხდებოდა, მათ მითხრეს, რომ 13 დეკემბერს, ზუგდიდში ვმონაწილეობდი ჯგუფურ მსვლელობაში. იმ დროს ზუგდიდში ვიმყოფებოდი და სოციალური ქსელით შევიტყვე, რომ მანქანებით საპროტესტო მსვლელობა ტარდებოდა და მე, როგორც მედიის წარმომადგენელმა გადავწყვიტე, გავყოლოდი და მომემზადებინა მასალა მსვლელობის შესახებ. განვუმარტე საპატრულო ეკიპაჟს, რომ მედიის წარმომადგენელი ვარ და მსვლელობაშიც ვმონაწილეობდი ამ მიზნით. ისინი დაბრუნდნენ მანქანებში, იქ მოილაპარაკეს, სავარაუდოდ, უფროსებთან, თუმცა, როდესაც დაბრუნდნენ მითხრეს, რომ მაინც მეკუთვნოდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით", - განმარტა სალიამ.

მაუწყებელთა ალიანსისა და JRC-ის დირექტორი ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, საპროტესტო აქციაზე ავტომობილით გადაადგილების გამო, მედიის დაჯარიმების პირველი და საგანგაშო შემთხვევაა, რომელსაც გაასაჩივრებენ.

შემთხვევას ეხმიანება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და აღნიშნავს, რომ ქარტია პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ავტომობილით გადაადგილების გამო დაჯარიმებას მედიაზე ზეწოლის ახალ და საგანგაშო ფორმად მიიჩნევს, საპატრულო პოლიციას კი მოუწოდებს, უკანონო გადაწყვეტილება გააუქმოს.


ფოტო: JRC • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.