ძაბვის ვარდნის გამო თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი 40-45 წუთი შეფერხდა
თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი, რომელიც თბილისდან 08:20 საათზე დაიძრა, სოფელ წიფასთან 40-45 წუთი გაჩერდა. ამის შესახებ მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ.
საქართველოს რკინიგზაში რადიო "ათინათს" განუცხადეს, რომ მატარებლის გაჩერების მიზეზი ძაბვის ვარდნაა და ამ დროისთვის კი ის შეფერხების გარეშე გადაადგილდება. მათი თქმით, მატარებელი დანიშნულების ადგილას 40-45 წუთი დაგვიანებით ჩავა.
მასალის გამოყენების პირობები