ამ წუთებში ხანძარია ზუგდიდში, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში იწვის ყოფილი ბაზრის ორსართულიანი შენობა, რომელშიც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.
თვითმხილველების თქმით, ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ მოედო მეორე სართულს.
ჯერჯერობით უცნობია, მოხერხდა თუ არა, იქ მყოფი ყველა მოსახლის ევაკუაცია.
უბანში ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო - სამაშველო სამსახურის რამდნიმე მანქანა და სამართალდამცავები.
მასალის გამოყენების პირობები