ზუგდიდში წინასაახალწლო განათებების მონტაჟის გამო, ზვიად გამსახურდიას გამზირის ნაწილი საათზე მეტია გადაკეტილია. გზაზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია, რამაც საცობი გამოიწვია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, რომ "საღამოს საზეიმოდ ნაძვის ხე აინთება".
ზუგდიდში მთავარ ნაძვის ხე ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ დადგეს.
შეგახსენებთ, წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ახალი წლის ღონისძიებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტს 93 870 ლარი უჯდება.
მასალის გამოყენების პირობები