ფოთში ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს ელისო ჯანაშიას 23 დეკემბერს, საღამოს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ჯანაშიამ სოციალურ ქსელში დაწერა და თავდასხმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.
როგორც ის აღნიშნავს, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, სოციალურ საწარმო "ლიმენაში" მოხდა.
"მოგვივარდა ორი ქოცი ქალი და მე პირადად ფიზიკურად გამისწორდა, ახალგაზრდები ლანძღა, გარყვნილები გვეძახა", - წერს ჯანაშია.
მისივე თქმით, ადგილზე გამოიძახეს პოლიციის ეკიპაჟები.
"ეს ქალი, ამ საღამოს, მზად იყო დავეხვრიტეთ, როგორც ევროპის მომხრეები და რუსეთის მოწინააღმდეგეები. უბრალოდ, იარაღი არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა სრული დაუსჯელობის შეგრძნება.
ასეთად აქცია ხელისუფლების პროპაგანდამ ადამიანები, რომლებსაც მისწვდა, მოიცვა,. გარყვნა და გაათახსირა ისე, რომ მტრის მხარეს ყოფნაც არ ეთაკილებათ", - აღნიშნავს ფეისბუქ გვერდზე ის.
ჯანაშია მომხდარს მის სამოქალაქო პოზიციასა და პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.
ფოტო: გელა ხასაია
მასალის გამოყენების პირობები