ახალი ამბები
სოხუმში „პრეზიდენტობის“ მეორე კანდიდატად ოლეგ ბარციცი დაასახელეს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „ცესკომ“ ოლეგ ბარციცი საპრეზიდენტო კანდიდატად დაარეგისტრირა, საინიციატივო ჯგუფის წინადადებით.

„აფსნიპრესის“ თანახმად, საინიციატივო ჯგუფის წევრებს გადაეცათ რეგისტრაციის მოწმობა და ხელმოწერის ფურცლები. მათ უნდა შეაგროვონ მინიმუმ 2000 და არაუმეტეს 2500 ამომრჩევლის ხელმოწერა.

ამავე ცნობით, 2019 წლის „არჩევნებში“ ოლეგ ბარციცმა „ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად იყარა კენჭი „პრეზიდენტობის“ კანდიდატ ოლეგ არშბასთან ერთად. შემდეგ მათ მხარი ალექსანდრე ანქვაბმა დაუჭირა.

ტელეგრამის არხის „ეხო აბხაზიის“ ცნობით, დღესვე „აფხაზეთის სახალხო პარტია“ დარეგისტრირდა „ცესკოში“. პარტიის „საპრეზიდენტო“ კანდიდატს ხვალ, 26 დეკემბერს ყრილობაზე დაასახელებენ.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „პრეზიდენტობისთვის“ ბადრა გუნბა იბრძოლებს, რომელიც ამჟამად, ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ მოვალეობას ასრულებს.

აქვე ვკითხულობთ, რომ საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების რეგისტრაცია 6 იანვრამდე გაგრძელდება, ამის შემდეგ კი, 10 დღის განმავლობაში, საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაცია გაგრძელდება.

ცნობისთვის, ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა. პოსტი დატოვა “პრემიერ-მინისტრმა” ალექსანდრე ანქვაბმაც.

15 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. თვადაპირველად, აქციის მონაწილეები, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.

მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის დაფინანსება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2024
დღეს, 25 დეკემბერს, ზუგდიდში ქალთა მარში გაიმართა. სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ქალები ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, რაფიელ ერისთავის ბიუსტის მიმდებარედ 17:00 საათზე შეიკრიბნენ და სხვადასხვა
25 / დეკემბერი 2024
სოხუმში, 25 დეკემბერს, საინიციატივო ჯგუფმა „პრეზიდენტობის“ კანდიდატად, ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“ და „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა წარადგინა.
25 / დეკემბერი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „ცესკომ“ ოლეგ ბარციცი საპრეზიდენტო კანდიდატად დაარეგისტრირა, საინიციატივო ჯგუფის წინადადებით.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.