ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს - ოპოზიციონერი დეპუტატების გამოხმაურებები
დღეს, 26 დეკემბერს, ზუგდიდში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მისი მოცულობა 70 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა და მას მხარი "ქართული ოცნების", "ახალის" და "საქართველოსთვის" წევრებმა დაუჭირეს.

სხდომას არ ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, რომლებმაც წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხზე ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ასახავს ზუგდიდელების ინტერესს.

"დღეს ამ ფონზე, როდესაც საქართველოში მთავრობა დაკავებული არის ადამიანების ცემა - ტყეპით, მთავრობა , რომელიც არჩევნებში იყო დაკავებული მოსყიდვებით, შანტაჟით, ამ ყველაფრის ფონზე საკრებულოში პარტია ,,ახლებმა"" და ,,გახარიას საქართველოსთვის"" მიიღეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიეღოთ 2025 წლის ბიუჯეტი, ბიუჯეტი რომელიც არ ასახავს ზუგდიდელების ინტერესს, ბიუჯეტი რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ხელფასები. ზუგდიდის ბიუჯეტი წარმოდგენილი არის მხოლოდ და მხოლოდ 59 მილიონი, ამ 50 მილიონი ლარიდან 40 მილიონი ლარი არის სახელფასო, უბრალოდ ბიუჯეტი არ გვაქვს მეგობრებო, ეს არის სახელფასო ფონდი, ამ ყველაფრის მიუხედავად დღეს ქოცებს დაუმტკიცეს ბიუჯეტი", - თქვა "ენმ"-ის წევრმა დავით ფიფიამ.

ფრაქცია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი მალხაზ თორია პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას და განმარტავს, რომ გაუგებარია ოპონენტების პოზიცია მაშინ, როდესაც "ენმ"-მ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი სრულად დაუჭირა მხარი.

"სახელფასო მატება არის დადგენილი საქართველოს მთავრობის მიერ და 4 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, საჯარო მოხელეებს და აიპ-ში და სსიპ-ში დასაქმებულებს ემატებათ ხელფასის ოდენობა 10%-ით. ჩემთვის გაუგებარია ენმ-ის განცხადება, რომ ჩვენ მივიღეთ ბიუჯეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და არ ფიქრობენ, არ აღნიშნავენ იმ გარემოებას, რომ დღესვე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფრაქცია "ენმ"-მ სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირა ჩხოროწყუს მუნიციპალურ ბიუჯეტს. წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან. ისინი ვერ ახორციელებენ მიზანს, რომ დარჩნენ პირველ ოპოზიციურ პარტიად. როგორც ჩანს, მათ ერთიანი ხაზი არ გააჩნიათ. ჩემთვის გაურკვეველია რას ამბობენ და აკეთებენ", - ამბობს თორია.

მისივე თქმით, 2025 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებისთვის, მათ შორის სოციალური კუთხით და აუცილებელია, მუნიციპალიტეტმა შეუფერხებლად იფუნქციონიროს.

"მუნიციპალიტეტმა უნდა იფუნქციონიროს. მუნიციპალიტეტს თავისი ფინანსური საჭიროებები აქვს და ჩვენ მის საქმიანობას კოლაფსში ვერ მოვაქცევდით. აუცილებელია ფულადი რესურსები გადანაწილდეს სოციალური, ჯანდაცვის და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით. ყველა მიმართულება საჭიროებდა შესაბამის დაფინანსებას", - ამბობს "საქართველოსთვის" წევრი.

რადიო "ათინათი" დაუკავშირდა ფრაქცია "ახალის" წარმომადგენლებს. მათგან კომენტარის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

შეგახსენებთ, დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა პროტესტისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოების მიტანას. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ზუგდიდის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც 70 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
დღის სიახლეები
26 / დეკემბერი 2024
დღეს, 26 დეკემბერს, ზუგდიდში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მისი მოცულობა 70 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა და მას მხარი "ქართული ოცნების",
26 / დეკემბერი 2024
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა, ფრაქციის თავმჯდომარის და პარტიის პოზიციის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საკრებულოს ბიუჯეტს დაუჭირა მხარი.
26 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა პროტესტისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.