მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ-მასწავლებელი ეკატერინე წულუკიძე განათლების სამინისტროს მიმართავს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური აქტიურობის გამო,
პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ფარის მე-2 სკოლამ ვერ უზრუნველყო მისთვის, როგორც პედაგოგისთვის წინასაარჩევნოდ შეექმნა თანასწორუფლებიანი და სამართლიანი გარემო, რის გამოც, სკოლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
"ბატონო ალექსანდრე,
მოგმართავთ ერთი რიგითი მასწავლებელი, რომელმაც 25 წელი შევალიე თაობების აღზრდას,ამ ხნის განმავლობაში ვსწავლობდი, ვასწავლიდი და პროფესიულად ვვითარდებოდი, ჩემი დაუღალავი შრომით ჩემი წვლილი შემქონდა ქართული განათლების განვითარებისა და წარმატების საქმეში.
ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელი,სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკი,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის ხუთეულის წევრი, 2017 წლის გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული და პირველი "მწვანე ჯილდოს" მფლობელი. ჩემი საქმიანობა არასოდეს შემოფარგლულა საკლასო ოთახით და მხოლოდ საგნის სწავლებით.არაფორმალური განათლება იყო ჩემთვის პრიორიტეტი და წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი სამოქალაქო, გარემოსდაცვით, ლიტერატურულ, მეწარმეობით,ხელოვნური ინტელექტისა და STEREAM კლუბს. ვარ მასწავლებელი,რომელმაც სკოლას 28000 ლარის ღირებულების გრანტი შევმატე ,ხოლო სათემო პროექტების ჯამური ღირებულება 130000 ლარია,შევქმენი ჩემს პატარა სოფელში არაფორმალური განათლების კერა,ფარის ახალგაზრდული ცენტრი,ინოვაციების ცენტრი,სადაც 2019 წლიდან ახალგაზრდები STEM/STEAM/STREAM განათლებას იღებდნენ,ვარ სოციალური საწარმოს დამფუძნებელი,რომელიც გოგონათა და ქალთა სახელობო განათლებას უწყობდა ხელს.
ყოველივე ზემოთ თქმულისა და ასობით განხორციელებული აქტივობისა,რომელსაც ალბათ ვერც კი მოვთვლი,მე გავხდი პოლიტიკური სიბინძურის და დისკრიმინაციის მსხვერპლი მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მარიამ ჯაფარიძისა და მის უკან მდგარი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან.
თქვენ ბრძანეთ,რომ სკოლა უნდა იყოს დეპოლიტიზირებული და პოლიტიკის ადგილი სკოლაში არ არის,როგორ გულით გეთანხმებით,მაგრამ თქვენ ვერ უზრუნველყავით,მეტიც თქვენ მიერ პარტიული ნიშნით ხელდასხმული რესურსცენტრებისა და დირექტორების ხელით შეძელით პოლიტიკა სკოლებში შემოგეტანათ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მასწავლებლები და დირექტორები პარტიულ სამსახურში ჩაგეყენებინათ,ხოლო განსხვავებული შეხედულებისა და პოლიტიკური გემოვნების პედაგოგები ჩაგეყენებინათ უთანასწორო და უსამართლო პირობებში.
დიახ,მე ვარ მასწავლებელი,რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ღიად ვუჭერ მხარს და აქტიურად ვაპროტესტებდი ე.წ "რუსულ კანონს." სწორედ ეს ჩემი აქტიურობა არ გამორჩენია სისტემას და ამის გამო გავხდი რეჟიმის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი.
ა/წ 20 ოქტომბერს,მესტიის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაზე "მასწავლებლის ეროვნული დღე" რომელიც მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, გაუგონარი, სამარცხვინო და ამაზრზენი ფაქტი მოხდა.სკოლების მიერ წარდგენილი პედაგოგები ამორიცხულ იქნენ დასაჯილდოებელ სიიდან და ჩანაცვლებული ქართული ოცნების მომხრე პედაგოგებით და ამის შემოქმედად რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დაგასახელათ თქვენ,განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ცხადია,სამინისტრომ ამაზე მიპასუხეთ,რომ თქვენ არ იღებდით მონაწილეობას პედაგოგთა დისკრედიტაციაში, მაგრამ არც არაფერი გაგიკეთებიათ იმისთვის,რომ პასუხი მოგეთხოვათ თქვენი ინტერესების იმპლიმენტატორ მარიამ ჯაფარიძისთვის,ის ურცხვად აგრძელებს აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას და აზრადაც არ მოსვლია,რაიმე სახის განმარტება მიეცა დასჯილი პედაგოგებისთვის,მეტიც,ტყუილს ტყუილზე ამატებს და ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატს ფაქტის დადგენაში.
გამომდინარე იქიდან,რომ ამ რეპრესიულ გარემოში ვერცერთმა სკოლამ ვერ გაბედა ხმა ამოეღო და ახსნა-განმარტება მოეთხოვა რესურსცენტრის ხელმძღვანელისგან,გადავწყვიტე ჩემით მეპოვა პასუხები,გამოვაცხადე გაფიცვა და დაუმორჩილებლობა,მდუმარე აქცია მესტიის მერიის წინ,პასუხი არავისგან მიმიღია,კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა,გარდა იმისა,რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან პიროვნული შეურაცხყოფის მსხვერპლი გავხდი. 23 დღიანი პროტესტის განმავლობაში არც კი უცდია რესურსცენტრის ხელმძღვანელს კომუნიკაცია ჰქონოდა სკოლასთან და ეწარმოებინა მოლაპარაკებები,რათა არ დაზარალებულიყვნენ მოსწავლეები და თავად პედაგოგი,რომელიც პასუხს ითხოვს კითხვაზე,რატომ?
მივხვდი, რომ ჩემს საქმიანობას ამ რეჟმის პირობებში აზრი ეკარგება,სისტემა უსამართლო და ულმობელია,რომ განათლების სამინისტრომ,ჩემმა სკოლამ ვერ უზრუნველყო ჩემთვის,პედაგოგისთვის წინასაარჩევნოდ შეექმნა თანასწორუფლებიანი და სამართლიანი გარემო,ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სკოლა, სადაც 25 წელი გავატარე და სკოლის წარმატება ჩემს დაღლილი მხრებზე იდგა.
ბატონო ალექსანდრე, მოგმართავთ თქვენ,სისტემაში ძალიან ბევრი მასწავლებელი გვყავს,ვინც რეჟიმის მსხვერპლია და ამ წუთებში დიდ წნეხს განიცდის.თქვენ ხართ ვალდებული მიიღოთ ზომები და შეაჩეროთ ხელმძღვანელი პირების თავნებობა და პედაგოგებს მისცეთ თავისუფალ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.
თქვენს სინდისზე იყოს, ბატონო ალექსანდრე, ჩემი მორალური განადგურება,ჩემი ჯანმრთელობის გაუარესება და არავინ იცის რა დამიჯდება ეს ნერვიულობა მომავალში,არაფერს ვამბობ იმ ფინასურ მდგომარეობის გაუარესებაზე,რომელშიც ჩემი ოჯახი აღმოჩნდება,რადგან ჩემი გადაწყვეტილებით უარი ვთქვი საკმაოდ მაღალ ანაზღაურებაზე,რომელსაც, როგორც მენტორ-მასწავლებელი ვიღებდი.
სისტემისადმი პროტესტის ნიშნად,გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა ჩემმა შვილმაც,რომელიც ჩემსავე სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო.ვწუხვარ,რომ ის დიდი იმედებით იწყებდა თავის პროფესიაში თავის დამკვიდრებას და მალევე შეეჯახა სისტემურ უსამართლობას,რომელმაც მის მასწავლებელს და მშობელს ისეთი დარტყმა მიაყენა ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. AნAნნანო ღეზესიდზე
თქვენ გეკისრებათ უზარმაზარი პასუხისმგებლობა თუნდაც ერთი მასწავლებლის წინაშე,რომელსაც არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა,რომ აქვს საკუთარი აზრი და იყენებს კანონით განსაზღვრულ უფლებას- გამოხატვის თავისუფლებას", - წერს წულუკიძე.
მასწავლებელი მინისტრს სთხოვს, ჩაერთოს ფაქტის შესწავლის პროცესში და პასუხი აგოს ყველა საჯარო მოხელემ, რომელმაც, მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლებში დისკრიმინაციული გარემო შექმნა.
ცნობისთვის, ეკატერინე წულუკიძე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე ნოემბერშიც საუბრობდა.ის ამბობდა, რომ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, დამსახურებული პედაგოგების სიიდან მისი კანდიდატურა სწორედ პოლიტიკური მოტივით მოხსნეს.
ამავე თემაზე:
ფარის სკოლის მასწავლებელი მისი მიმართვის პასუხად მიღებულ განათლების სამინისტროს წერილს აქვეყნებს
არასოდეს მეგონა თუ პოლიტიკური რეპრესიები შემეხებოდა როგორც მასწავლებელს - ფარის საჯარო სკოლის მასწავლებელი
მასალის გამოყენების პირობები