„ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა დე ფაქტო პრეზიდენტის დე ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად“, ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილის მიერ შემზღუდავი კანონების ხელმოწერას ინაუგურაციის დღესვე.
„მან ახლახან მოაწერა ხელი ახალ კანონებს, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და [„ქართულ ოცნებას"] საჯარო სამსახურებში „წმენდის“ უფლებას აძლევს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი კანონებს, რომლებიც პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობასაც სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, 13 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო.
იმ კანონების ნაწილი, რომლებსაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა, დღეიდან, 30 დეკემბრიდან შევიდა ძალაში.
მასალის გამოყენების პირობები