აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გალის რაიონში „ვარდნილჰესი II“ - ზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების შესახებ გაფრთხილება გასცა.
ამის შესახებ, ტელაგრამის არხები წერენ. თუმცა, ინფორმაციაში არაა მითითებული, ვისზეა გაფრთხილება გაცემული. ასევე, უცნობია ობიექტიდან ამოღებული ტექნიკის ბედი.
აქვე აღნიშნულია, რომ 27 დეკემბერს ხელახალი შემოწმება ჩატარდა და ამ ეტაპზე, ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია.
ცოტა ხნის წინ, აფხაზური ტელეგრამის არხი „აიაშარა“ იტყობინებოდა, „ვარდნილჰესი II “- ის
„რეიდერული მიტაცების“ შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები