საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა
1993 წლის 31 დეკემბრს პირველი პრეზიდენტი, სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა, რასაც ოჯახი ამ დრომდე არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს.
გარდაცვალების შემდეგ, გამსახურდიას ცხედარი საიდუმლო ვითარებაში დაკრძალეს, 1994 წლის თებერვალში კი ქალაქ გროზნოში გადაასვენეს.
2007 წლის 28 მარტს, ცხედარი ჩამოასვენეს და ამავე წლის პირველ აპრილს, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
2013 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები