ახალი ამბები
სოხუმში, მკვლელობაში ეჭვმიტანილ „დეპუტატს“ ადგურ ხარაზიას ამ დრომდე ეძებენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი „დეპუტატის“ ადგურ ხარაზიას საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკა ჩაატარა.
ტელეგრამის არხები ავრცელებენ ინფორმაციას.

ამავე ცნობით, გულრიფშის რაიონის სოფელ ბაღმარანში მდებარე სახლში აღმოაჩინეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის და კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი, დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ელექტროდეტონატორებით. დანიშნულია სასამართლო ბალისტიკური ექსპერტიზა.

ხარაზიას ადგილმდებარეობის დასადგენად ოპერატიული სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მანამდე, მედია იტყობინებოდა, რომ 24 დეკემბერს, სოხუმში, ადგურ ხარაზიას სახლს ესროლეს.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებს“ შორის დაპირისპირება „საკომიტეტო მოსმენაზე“ მოხდა, რა დროსაც უკანონო მაინინგის აკრძალვის საკითხს განიხილავდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ადგურ ხარაზიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, შედეგად, ვახტანგ გოლანძია, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, კან კვარჩია კი დაიჭრა. ხარაზია ადგილიდან მიიმალა, მას ამ დრომდე ეძებენ.

22 დეკემბერს ადგურ ხარაზიას „დეპუტატის“ იმუნიტეტი მოუხსნეს. კოლეგისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევისა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილებას მხარი ადგილზე დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.