რეგიონი
ევროპული საპროტესტო ახალი წელი ზუგდიდში (ფოტო)
მიუხედავად ახალი წლის ღამისა, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან უწყვეტი პროტესტის 34-ე დღეს მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ პროტესტის გამოსახატად.
დემონსტრანტები ახალ წელს საზეიმო განწყობით და მრავალფეროვანი კერძებით ხვდებიან, რომელიც სახლიდან მოიტანეს.

აქვე კარავია გაშლილი და საახალწლო სუფრისთვის ღომი მზადდება.

მომიტინგეებს აქციაზე მიტანილი აქვთ ჩიჩილაკი, რომელიც სიმბოლურად არის მორთული საქართველოს, ევროკავშირის, ამერიკის დროშებითა და სხვადასხვა შინაარსის ბანერებით.

აქ არიან შეკრებილები სხვადასხვა თაობის ადამიანები. მათი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ დემოსტრაციების დარბევისას დაკავებულები.

,,ძალიან ბევრი მიზეზის გამო ვარ აქ, პირველი იმის გამო, რომ გაბრაზებული ვარ, რადგანაც მთავრობამ არაერთხელ მოგვატყუა და კიდევ ერთხელ ცდილობს მოგვატყუოს, მეორე ყაველაშვილის გამოც ვარ აქ, იმიტომ რომ ფაქტობრივად დაცინვაა, რომ ყაველაშვილი პრეზიდენტად გვყავს და ძალიან ბევრი სოციალური პრობლემების გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია უხვად... ჩვენ ვდგავართ ორი მიზეზის გამო, აუცილებლად უნდა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდენ რეჟიმის პატიმრები და ჩემ თავს ვუსურვებ 2025 წელი ყოფილიყოს გამარჯვების წელი, ისე ლამაზად დასრულებულიყოს ეს ბრძოლა, რომ მიგვეღოს ,,კოალიციური მთავრობა’’ და მერე ვისურვებ, რომ აუცილებლად გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკაშიისეთი ძალები, რომლებიც არც ,,ქოცებთან’’ იქნებიან ასოცირებული და არც ,,ნაცებთან’’, ასე ბევრად უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებთ მჯერა’’, - ამბობს პოეტი ნიკა ლაშხია, რომელიც პირველივე დღიდან აქციაზეა.

აქციის ერთ - ერთი ორგანიზატორი არჩილ თოდუა ამბობს, რომ აქ შეკრებილები ცდილობენ, რომ დღეს ზეიმი და პროტესტი ერთმანეთს დაუკავშირონ და ამ ფორმით კიდევ ერთელ უჩვენებენ არალეგიტიმურ რუსულ რეჟიმს, რომ ქართველი ხალხი დანებებას არ აპირებეს.

,,დღეს 2024 წლის ბოლო დღეს, ამ საკმაოდ რთული წლის ბოლო დღეს, ჩვენ ისევ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ევროპული, დასავლური მომავლის სადარაჯოზე და ამ ბრძოლას ვაგრძელებთ მანამ სანამ არ მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას, ჩვენი საბოლოო შედეგები რასაც უნდა მივაღწიოთ არის უკანონდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნები და ყველა იმ უწყების რეფორმა, რომელმაც უნდა მოგვცეს ჩვენ გარანტია, რომ ახალი არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, ამიტომაც ვიბრძოლებთ, მანამ სანამ არ მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას, ჩვენ ვცდილობთ, რომ ზეიმი და პროტესტი ერთმანეთს დავაკავშიროთ და ამ ფორმით კიდევ ერთელ ვუჩვენოთ ამ არალეგიტიმურ რუსულ რეჟიმს, რომ ქართველი ხალხი დანებებას არ აპირებს’’, - ტქვა მან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პროევროპული აქციის პარალელურად, ზუგდიდის მერიის წინ, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული კონცერტი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
03 / იანვარი 2025
2025 წლის 3 იანვარს, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 37 - ედ შეიკრიბნენ ზუგდიდში. სხვადასხვა თაობის ადამიანები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ.
03 / იანვარი 2025
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 1.9% შეადგინა.
03 / იანვარი 2025
დღეიდან, 8 იანვრის ჩათვლით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იმართება ფესტივალი „მანდარინი“. სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის, სოხუმში, 31 დეკემბერს დადგეს მანდარინის „ნაძვის ხე“, რომლის სიმაღლე 5 მეტრს შეადგენს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.