გაზრდილი მგზავრთანკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
ინფორმაციას ,,საქართველოს რკინიგზა’’
ავრცელებს. განრიგის მიხედვით, მატარებელი თბილისიდან 08:50 საათზე გავა და ფოთში 15:12 საათზე ჩავა. ფოთიდან კი მატარებელი 17:15 საათზე გამოვა და თბილისში 23:18 საათზე ჩამოვა.
ცნობისთვის, დამატებითი რეისები, „საქართველოს რკინიგზამ “ 2024 წლის 29 და 30 დეკემბერსაც
დანიშნა.
მასალის გამოყენების პირობები