დღეს, 2 იანვარს 17 :00 საათზე ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან მორიგი პროევროპული აქცია ,,დაიბედე გამარჯვება’’ გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი ავრცელებს.
,,ჩვენ ისევ ვიკრიბებით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. შეხვედრის დრო და ადგილი უცვლელია, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათზე, დავიბედოთ გამარჯვებისთვის ბრძოლა და გამარჯვება!’’, - ვკითხულობთ
სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის ფეისბუქ გვერდზე.ანალოგიური აქციები საქართველოს სხავდასხვა ქალაქებშიც არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.
მასალის გამოყენების პირობები