ახალი ამბები
აფხაზეთი ელექტროენერგიის გათიშვის 4 - საათიან გრაფიკს დაუბრინდა , - „ჩერნომორენერგო“
აფხაზეთი ელექტროენერგიის მიწოდების ადრე მოქმედ გრაფიკს დაუბრუნდა. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ თანახმად, დენი დღე - ღამეში ისევ 4 საათით გაითიშება.
ამასთან, 31 დეკემბერს და 1 იანვარს, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით, მოსახლეობას ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდებოდა.

ცნობისთვის, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული ნაკადის მიწოდება 23 დეკემბერს დაიწყო.

„ჩერნომორენერგოს“ პრესცენტრის იუწყებოდა, რომ რუსეთიდან მიწოდების განახლების შემდეგ, ისევ ამოქმედდა 1 ნოემბრიდან დაწესებული გრაფიკი, რომელიც ოთხსაათიან შეზღუდვას ითვალისწინებს, ორ - ორი საათით დღისა და ღამის მონაკვეთებში. ამავე ცნობით, მიწოდებული ელექტროენერგიის ლიმიტი 327 მლნ კილოვატსაათია.

აფხაზურ ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ამ მოცულობის ელექტროენერგია, გრაფიკის არსებობის პირობებში, იანვარ-თებერვლამდე იქნება საკმარისი.

ნოემბრის დასაწყისში მოსკოვმა სოხუმს უფასო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. 11 დეკემბრიდან მოსახლეობას დღისით არასრული სამ საათით მიეწოდებოდა დენი, ღამით კი 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, რუსეთმა სრულად შეუჩერა დე ფაქტო რესპუბლიკას დაფინანსება.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
10 / აპრილი 2025
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
10 / აპრილი 2025
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
10 / აპრილი 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.