ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში იწვევენ
სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში იწვევს. მასში განმარტებულია, თუ რა მიზნით შეიქმნა ფონდი და რას საქმიანობს დღეს.

„ჩვენი ხმა რეგიონიდან, რომელმაც ყველაზე კარგად იცის "რუსული მშვიდობის" ფასი, აუცილებლად უნდა ისმოდეს. ამ ხანგრძლივ ბრძოლაში მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებთან საერთო გადაკვეთის წერტილების პოვნა, თანამოაზრეების შეკრება, ერთმანეთის გამხნევება და იმის დაჯერება, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. სწორედ ამიტომ, ვიწვევთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჩვენი ბრძოლის ველზე – იქ, სადაც უწყვეტი წინააღმდეგობა მიმდინარეობს. ვუდასტურებთ მას პატივისცემას და მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ის არის ერთადერთი, ვისაც აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქალბატონო პრეზიდენტო, შევხვდებით ზუგდიდში!“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეს 29 დეკემბერს დატოვა. იქ გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა:

“მე ჩემთან მიმაქვს ლეგიტიმურობა, დროშა, თქვენი ნდობა და ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს, მათია. მე მინდა თქვენთან ერთად დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ლეგიტიმურობა და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ სადაც ხალხის ნდობა არაა, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. მე გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარეობდა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ზურაიშვილმა აღნიშნა, რომ აპირებს იმუშაოს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ახალი არჩევნების ჩასატარებლად მოსამზადებელ პირობებზე. მისივე თქმით, ახლო მომავალში ის დაიწყებს მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომედგენლებთან, მათ შორის, ბიზნესთან, საჯარო მოხელეებთან, ახალ პოლიტიკურ ძალებთან, ქვეყნის გარეთ კი საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკოსებთან. ასევე ის გეგმავს რეგიონებში ჩასვლას.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
06 / იანვარი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მესტიაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს.
06 / იანვარი 2025
მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამძებრო-დაკავების ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები გატაცებულ ტურისტს, რუსეთის მოქალაქეს ეძებენ, რომელსაც, თანხმლებ ქალთან ერთად, სავარაუდოდ, თავს ორი პირი დაესხა. 
06 / იანვარი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 იანვარს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.