სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სამოქალაქო სოლიდარობის ფონდს პოსტს ეხმაურება და წერს: „ვიღებ მოწვევას“.
მანამდე, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდმა სოციალურ ქსელში
პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში მიიწვია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეს 29 დეკემბერს დატოვა. იქ გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა:
“მე ჩემთან მიმაქვს ლეგიტიმურობა, დროშა, თქვენი ნდობა და ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს, მათია. მე მინდა თქვენთან ერთად დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ლეგიტიმურობა და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ სადაც ხალხის ნდობა არაა, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. მე გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარეობდა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ზურაიშვილმა აღნიშნა, რომ აპირებს იმუშაოს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ახალი არჩევნების ჩასატარებლად მოსამზადებელ პირობებზე. მისივე თქმით, ახლო მომავალში ის დაიწყებს მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომედგენლებთან, მათ შორის, ბიზნესთან, საჯარო მოხელეებთან, ახალ პოლიტიკურ ძალებთან, ქვეყნის გარეთ კი საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკოსებთან. ასევე ის გეგმავს რეგიონებში ჩასვლას.
მასალის გამოყენების პირობები